Xiu Xiu in Tbilisi

Saturday 17. June 2023 at 19:00 - 22:00

Junkyard Bar • Beri Gabriel Salosi I Turn 2, 0113 Tbilisi, Tbilisi, Georgia

All tickets have been sold out.

Update: Tickets will be available at the door (10-30 tickets maximum). 100 GEL

Ignore Grief: Xiu Xiu - ჯგუფის ჩაწერილი ახალი ალბომია. დისკის პირველ ნახევარზე Angela Seo სიმღერებია ჩაწერილი. Jamie Stewart-ის სიმღერები კი ალბომის მეორე ნახევარზეა. სიმღერათა ერთი ნაწილი - ექსპერიმენტალური ინდუსტრიის ჟანრშია, ხოლო მეორე ნაწილი კი - თანამედროვე ექსპერიმენტალური კლასიკაა. პირველი ნაწილი რეალურ ისტორიაზეა დაფუძნებული. მეორე ნაწილი კი - ფანტაზიის ნაყოფია. ამ სიმღერებით თითქოს ჯგუფი ცდილობს ხუთი მოზარდის ტანჯული მდგომარეობის შემსუბუქებას, რომლებთაც წუთისოფელმა მძიმე განსაცდელი მოუვლინა, მომღერლები ცდილობენ სასოწარკვეთილთა ნუგეშინისცემას, დაამშვიდებას, რათა გულმა და გონებამ მოიშუშოს განცდილი საშინელი მოვლენებისგან გაჩენილი იარები. The imaginary songs - ყოვლისმომცველი და აბსტრაქტული კვლევა - ძიებაა ადრეული როკ-ენ -როლური ჟანრისა “Teen Tragedy”, როგორც ამომავალი წერტილი ჯგუფის პირადი ემოციების დაოკებისა და თანაგრძნობისა ხუთი ადამიანის მიმართ, მათზე გადამხდარი მოვლენებისა და უბედურების გათავისებით.

და რაც ჭეშმარიტად არ არის ამ სიმღერებისთვის დამახასიათებელი, მიუხედავად ხშირად გაჟღერებული განცხადებებისა, Xiu Xiu არასოდეს სპეკულირებს მსმენელთა ემოციებზე ზედაპირული გრძნობებით. Xiu Xiu ჯგუფის 20 წლიანი შემოქმედება, ეძღვნება სწორედ ამ სენთა წარმოჩენას, რათა წინ აღუდგეს, იბრძოლოს მათ დასამარცხებლად; ვინაიდან სხვაგვარად შეუძლებელია სისხლიანი "მონსტრის" დამარცხება.

სიმღერის შექმნის "Ignore Grief " მოტივაციად გვევლინება - სულისშემძვრელი ამბავი ბავშვისა, რომელიც დედამ გაყიდა, გაწირა რა მეძავეობისთვის, უმცროლკლასელი ბავშვის უბედურება, რომელიც მიეძალა ალკოჰოლსა და კოკაინს ოჯახში მუდმივი უსიამოვნების გამო, ჩაიძირა რა სულიერების კულტის მძიმე ასპექტებში თავს ანგარიში გაუსწორა სუიციდით, ტანჯული ყოფისგან, ძალადობრივი სექს-ექსპლუატაციის თავის დასაღწევად, აგვარი არსებიბს პროტესტის ნიშნად - Xiu Xiu ყოველივე ამით დათრგუნული და უაღრესად შოკირებულია.

ჯგუფის ახლო მეგობარი David Kendrick (Sparks, Devo, Gleaming Spires) სოლიდარობის ნიშნად უერთდება Angela Seo და Jamie Stewart, რათა თავისი წვლილი შეიტანოს აღნიშნული საშინელების მიზეზებისა და გარემოებათა ძიებაში. რათა გამოიკვლიოს არსი ამგვარი ქმედებებისა, მოიძებნოს სხვა გამოსავალი უმძაფრესი მდგომარეობიდან. ვინაიდან იგნორირება ამ პრობლემისა უკვე შეუძლებელია, იგი დიდ დანაშაულში თანამონაწილეობის ტოლია.

Junkyard Bar • Beri Gabriel Salosi I Turn 2, 0113 Tbilisi, Tbilisi, Georgia

Google Map of Beri Gabriel Salosi I Turn 2, 0113 Tbilisi, Tbilisi, Georgia

Pink Hearts CA

pinkheartsca@gmail.com