Wednesday 22. November 2023 at 19:00 - 23:00
Junkyard Bar • Beri Gabriel Salosi I Turn 2, 0113 Tbilisi, Tbilisi, Georgia
Tickets available at the door: 110 GEL (only cash).
Go_A უკრაინული ელექტრო-ფოლკ ჯგუფია, რომელიც პირველად 2012 წელს შეიქმნა. ჯგუფის სახელწოდება "ფესვებთან დაბრუნებას" ნიშნავს და ინგლისური სიტყვის "Go" და ბერძნულ ასოს "Alpha" (რაც სიმბოლურად ყველაფრის საწყისია) კომბინაციას წარმოადგენს. ჯგუფმა პირველად ყურადღება სიმღერის "Vesnianka" გამოსვლის შემდეგ მიიპყრო. ამ სიმღერამ ჯგუფს უკრაინაში 2015 წელს გამართულ ეროვნულ კონკურსში -"The Best Track", გამარჯვება მოაპოვებინა. სიმღერა უკრაინის Kiss FM რადიოსადგურის 10Dance რეიტინგების დიაგრამაზე ექვსი კვირის განმავლობაში პირველ ადგილზე იყო . 2016 წლის შემოდგომაზე ჯგუფმა Go_A, Moon Records-ის მხარდაჭერით გამოსცა სადებიუტო ალბომი "Follow the Tune". ალბომი ათი სიმღერისგან შედგება, მათ შორისაა სიმღერა “Vesnianka”. 2017 წელს ჯგუფმა კატია ჩილისთან ერთად ჩაწერა საშობაო სიმღერა სახელწოდებით "Shchedryi vechir". 2020 წელს ჯგუფს მონაწილეობა უნდა მიეღოთ ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში დაგეგმილ ევროვიზიის სიმღერის კონკურსში, თუმცა COVID-19-ის პანდემიის გამო კონკურსი გაუქმდა. მათ უკრაინა ამ კონკურსზე მომდევნო წელს წარადგინეს და გრანდ ფინალში შესრულებული სიმღერით “Shum”-ი მეხუთე ადგილი დაიკავეს. მას შემდეგ, სიმღერა "Shum"-ი დიდი ბრიტანეთის ტოპ ჰიტებში 59-ე და ამერიკული ბილბორდის ტოპ-ცეკვების/ელექტრონული სიმღერების ჩამონათვალში 24-ე ადგილს იკავებს.
Go_A is a Ukrainian electro-folk band first formed in 2012. The band's name means "return to the roots" and was made by combining the English word "Go" with the Greek letter "Alpha", which symbolizes the beginning of everything. The band first gained attention after the release of their single “Vesnianka” which won the national competition ‘The Best Track’ in Ukraine in 2015. The song stayed Number 1 for six weeks on the 10Dance chart of the Kiss FM radio station in Ukraine. In the fall of 2016, Go_A released their debut album “Follow the Tune” under Moon Records. The album consists of ten songs, including “Vesnianka.” In 2017 they released a Christmas single with Katia Chilly titled “Shchedryi vechir.” They were set to represent Ukraine and perform the song “Solovey” for the Eurovision Song Contest 2020 in Rotterdam, Netherlands. Although the contest was cancelled due to the COVID-19 pandemic, they represented Ukraine the following year and placed fifth overall in the Grand Final with their performance of “Shum.” Since then, “Shum” has reached Number 59 in the UK, and Number 24 on the Top Hot Dance/Electronic Songs of the American Billboard.
Junkyard Bar • Beri Gabriel Salosi I Turn 2, 0113 Tbilisi, Tbilisi, Georgia